Wednesday, December 14, 2011

„უდიდესი მნიშვნელობის სკოლა - „მუზეუმი“



ეროვნული გალერეა
1.პროექტის სახელწოდება: უდიდესი მნიშვნელობის სკოლა - „მუზეუმი“
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებმა შეძლონ ხელოვნების ნიმუშების შესწავლა, მიიღონ ინფორმაცია ხელოვნების ნიმუშების აღდგენა-რესტავრაციის შესახებ,  მათ დაცვასა და ნამუშევრების შენახვაზე.  
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა გაიგონ თუ რა დანიშნულება აქვს მუზეუმებს, ეზიარონ ხელოვნების ნიმუშებს, ეცნობიან  მუზეუმებს და შიგ მოთავსებულ ექპონატების, ხუროთმოძღვრების, მხატვრობის, ქანდაკების, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც დროის დინების მიუხედავად, არ კარგავს ხიბლს, კვლავაც ინარჩუნებს მხატვრულ ღირებულებას და რომელთა მეშვეობითაც მყარდება კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის. გაიგებენ გარდა ხელოვნებიისა კიდევ რა სახის მუზეუმები შეიძლება არსებობდეს. ინტერესის გაღვივება, მოწონებული ნამუშევრის და ავტორის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
4.პროექტის მიზნები: ხელოვნების ნაწარმოებებში შესაბამისი ეპოქისა და კულტურის ამოცნობისა და ვიზუალური დეტალებით ინფორმაციის მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 11 წელი  (6 კლასი);
6.ვადები / ხანგრძლივობა: 6 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოიმუშავებენ კვლევის უნარს, ინტერნეტში მოძიებული მასალით, გაიღრმავებენ ცოდნას, შექმნიან ფოტოალბომს, პრეზენტაციას MS PowerPoint - ში და მოამზადებენ / ააწყობენ კედლის გაზეთს, ესტუმრებიან მუზეუმებს, გალერეებს
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, google-ში მოძიებული მასალა, ფანქარი, ფერადი ფანქრები, ფორმატი, საღებავები
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  თემის შერჩევა, ექსკურსიის დაგეგმვა, შთაბეჭდილებების და ემოციების გადატანა ფურცელზე, რა დაამახსოვრდათ რა მომეწონათ, ვისი ნამუშევარი, მოიძიონ ინფორმაციის იმის შესახებ ინტერნეტში.
ეროვნული გალერეა
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული: მსჯელობის უნარის განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება,ისტ-ის საშუალებების გამოყენება და მოხმარების დემონსტრირება, ისტორია, კვლევა ძიების უნარის განვითარება.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო დოღონაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dogonadzen@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://dogonadzen.blogspot.com/

No comments:

Post a Comment